Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ორი ადამიანი დავაკავეთ


შინაგან საქმეთა სამინისტრო "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ "პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ
განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები", პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა. უწყება არ აკონკრეტებს, არის თუ არა ამ ორი დაკავებულიდან ერთი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა.

პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ამოიწურა სადავო კანონპროექტის გასაწვევად მთავრობისთვის მიცემული ვადა (17 აპრილის 22:30 საათი).

"აგენტების კანონი", რომელიც გასული წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე უკან გაიწვიეს, საქართველოს პარლამენტმა დღის წესრიგში კვლავ დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. 17 აპრილს კანონს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG