Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ირანის თავდასხმას ისრაელზე მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება არ მოჰყვეს. შოლცმა ბრიუსელში თქვა ასევე, რომ ფიქრობს, ეს დაინტერესებული მხარეებისთვის გასაგებია.

Reuters-ს მოჰყავს გერმანიის კანცლერის სიტყვები: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი შემდგომი განმუხტვისთვის იქნეს გამოყენებული და რომ ისრაელმა არ უპასუხოს მასირებული თავდასხმით“, - თქვა შოლცმა.

1 აპრილს სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად ამ ქვეყნის "გუშაგთა კორპუსის" მაღალი რანგის ოფიცრები დაიხოცნენ. თეირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს და 14 აპრილს საპასუხოდ ასეულობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის საჰაერო თავდაცვამ გააუვნებლა თითქმის ყველა მათგანი. ისრაელი ირანს საპასუხო თავდასხმით ემუქრება. მოკავშირეები ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს რეგიონში ძალადობის სპირალური ზრდა.

XS
SM
MD
LG