Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ტოკმაკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა


ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ტოკმაკს რუსეთის ჯარი აკონტროლებს
ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ტოკმაკს რუსეთის ჯარი აკონტროლებს

13 აპრილის ღამეს, უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ქალაქ ტოკმაკში ნანგრევებიდან კიდევ ორი მსხვერპლის ცხედარი ამოიღეს. ამრიგად, წინა ღამით მომხდარი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულმა რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ განაცხადა.
დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 13 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაიყვანეს ტოკმაკის საავადმყოფოში.

შაბათს დილით ნანგრევებიდან კიდევ ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. „დაზარალებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სამი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ გადაიყვანენ რეგიონულ საავადმყოფოში", - წერს ბალიცკი.

12 აპრილის საღამოს ბალიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტოკმაკში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს. შედეგად, გაზმომარაგების გარეშე დარჩა 25 კერძო სახლი და 9 მრავალსართულიანი შენობა.
უკრაინის მხარეს დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე ქალაქი ტოკმაკი რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა. ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი ომის დასაწყისში რუსეთმა დაიკავა, მაგრამ მისი დედაქალაქი, ქალაქი ზაპოროჟიე - უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
  • 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. 2023 წლის მარტში რუსეთმა მელიტოპოლი ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის დედაქალაქად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG