Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 11 იანვარი, 2024 წელი. მან შეშფოთება გამოხატა ისრაელზე ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმის თაობაზე
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 11 იანვარი, 2024 წელი. მან შეშფოთება გამოხატა ისრაელზე ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმის თაობაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოხატა ისრაელზე ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმის თაობაზე.

შოლცმა ბერლინში განაცხადა, რომ საფრთხეს, რომელიც წარმოიქმნა, ძალიან სერიოზულად მიიჩნევენ. მანაც და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ირანისთვის ცხადად ეთქვათ, რომ სამხედრო მოქმედებები დაუშვებელია.

კანცლერის ოფისმა ადრე გამოაცხადა, რომ იყო მცდელობები, ჩინეთს შუამავლის როლი ეთამაშა კონფლიქტში. შოლცი ჩინეთს 15 აპრილს ეწვევა.

მზარდი დაძაბულობის ფონია თავდასხმა სირიაში, დამასკში, ირანის საელჩოს შენობაზე 1 აპრილს, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.

დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ორი გენერალი და რევოლუციური გვარდიის სხვა წევრები. ირანი შურისძიებით იმუქრება.

XS
SM
MD
LG