Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა სლოვენიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა ლიუბლიანის ასეთივე ნაბიჯის საპასუხოდ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოსკოვმა სლოვენიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოსკოვმა სლოვენიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა სლოვენიელ დიპლომატს დაატოვებინა ქვეყანა, რაც ლიუბლიანის მიერ რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯია. 12 აპრილის განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სლოვენიის ელჩს, დარია ბავდაჟ-კურეტს უთხრეს, რომ რუსეთსა და სლოვენიას შორის „ორმხრივი ურთიერთობების განადგურებისთვის“ პასუხისმგებლობა მის ქვეყანას ეკისრება.

„ჩვენ მივიჩნევთ ამას ღიად არამეგობრულ ნაბიჯად ლიუბლიანის ზოგადი კურსის კონტექსტში რუსეთ-სლოვენიური კავშირების განადგურებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სლოვენიამ 21 მარტს გააძევა რუსი დიპლომატი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო“.

XS
SM
MD
LG