Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ პატივი მიაგო ორი წლის წინ ქალაქ ბუჩაში დახოცილ უკრაინელთა ხსოვნას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში პატივს მიაგებს ორი წლის წინ დახოცილ უკრაინელთა ხსოვნას. 31 მარტი, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში პატივს მიაგებს ორი წლის წინ დახოცილ უკრაინელთა ხსოვნას. 31 მარტი, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 მარტს პატივი მიაგო უკრაინელთა ხსოვნას, რომლებიც რუსეთის სამხედროებმა დახოცეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს.

ამ თემაზე ცნობა სახელმწიფოს მეთაურის საიტზე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ სანთელი აანთო მემორიალურ კედელთან, ბუჩაში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მახლობლად.

ზელენსკისთან ერთად ბუჩაში ჩავიდნენ მთავრობის წარმომდგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი და უცხოეთის ქვეყნების ელჩები.

უკრაინის არმიამ ბუჩა 2022 წლის 31 მარტს გაათავისუფლა.

კიევის რეგიონის განთავისუფლების შემდეგ განაცხადეს მსოფლიოს ლიდერებმა უკრაინაში რუსეთის არმიის ომის დანაშაულის გენოციდური ხასიათის შესახებ, წაიკითხავთ ზელენსკის საიტზე.

ასევე ნახეთ

XS
SM
MD
LG