Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი და რუმინეთი ევროპის უვიზო - შენგენის ზონას შეზღუდული უფლებებით უერთდებიან


რუმინეთის ოტოპენის აეროპორტი შენგენის წევრობისთვის ემზადება. 28 მარტი. 31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები გახდებიან გარკვეული შეზღუდვებით
რუმინეთის ოტოპენის აეროპორტი შენგენის წევრობისთვის ემზადება. 28 მარტი. 31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის წევრები გახდებიან გარკვეული შეზღუდვებით

13 წლიანი ლოდინის შემდეგ, ევროპის კავშირის ორი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ნაწილობრივ შეუერთდებიან ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას და გახსნიან საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობას სასაზღვრო შემოწმებების გარეშე.

თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები გავრცელდება ოთხ საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე - ქვეყნის ოტოპენის აეროპორტი, დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად, შენგენის ფრენების უდიდეს ცენტრს წარმოადგენს.

ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.

თავდაპირველი შენგენის ხელშეკრულება გაფორმდა 1985 წელს, რაც ევროპის რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოს ( გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) შორის მოხდა შეთანხმება სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ. მომდევნო წლებში ზონა ეტაპობრივად გაფართოვდა და 2007 წელს მას ყოფილი სოციალისტური ბანაკის და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.

XS
SM
MD
LG