Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაპოლის" ფეხბურთელებმა საჯაროდ მუხლი მოიყარეს თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსის მხარდაჭერის ნიშნად მისი სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფის გამო


ანტირასისტული ლოზუნგი, "არა რასიზმს" უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშზე "ნაპოლისა" და "ბეშიქთაშს" შორის. 2016 წლის 19 ოქტომბერი. 30 მარტს „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს "ატლანტასთან" მატჩის დაწყების წინ თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსისადმი მხარდაჭერის ნიშნად.
ანტირასისტული ლოზუნგი, "არა რასიზმს" უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშზე "ნაპოლისა" და "ბეშიქთაშს" შორის. 2016 წლის 19 ოქტომბერი. 30 მარტს „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს "ატლანტასთან" მატჩის დაწყების წინ თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსისადმი მხარდაჭერის ნიშნად.

ფეხბურთის კლუბის, „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს 30 მარტს, "ატლანტას" წინააღმდეგ სერია A ლიგის მატჩის დაწყების წინ თანაგუნდელის, ჟუან ჟესუსისადმი მხარდაჭერის ნიშნად.

თანადგომის ეს აქცია ფეხბურთელებმა მოაწყვეს მას მერე, რაც სპორტულმა მოსამართლემ დაადგინა, რომ მილანის "ინტერის" მცველს, ფრანჩესკო აჩერბის, არ შეეხებოდა სანქციები ჟესუსის, რომელიც შავკანიანია, სავარაუდო რასობრივი შეურაცხყოფისთვის სერია A ლიგის ამ მატჩში, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები.

„ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორის 17 მარტის თამაშის (მატჩი დამთავრდა ფრედ ანგარიშით 1-1) მსაჯს ჟესუსმა შესჩივლა, რომ აჩერბიმ მას შეურაცხყოფა მიაყენა რასობრივ ნიადაგზე.

თვითონ აჩერბიმ არაერთხელ უარყო შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება.

იტალიის სპორტულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ცხადი იყო, რომ აჩერბიმ ჟესუსს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა "გონივრული უეჭველობის მინიმალური დონე" იმ მხრივ, რომ ის რასობრივი ხასიათისა იყო, ვერ იქნა მიღწეული. ნაპოლიმ გადაწყვეტილებას "გამაოგნებელი" უწოდა.

"ატლანტამ" 30 მარტის მატჩი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო არ მონაწილეობდა, მოიგო ანგარიშით 3-0.

XS
SM
MD
LG