Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლში რუსული გამანადგურებელი სუ-35 ზღვაში ჩავარდა


რუსული გამანადგურებელი Su-35
რუსული გამანადგურებელი Su-35

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-35 ჩავარდა, - ამის შესახებ რეგიონის რუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა.

„ვხედავ, რომ უკრაინული პაბლიკები სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებენ. სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - წერს რუსი გუბერნატორი.

ინციდენტი თვითმხილველის ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ზღვაში ჩავარდნამდე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობისა და ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 10 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად უნდა ჩაითვალოს 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდება, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.

თავად რუსეთი სამხედრო-საავიაციო დანაკარგების შესახებ არაფერს ამბობს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეგრამ-არხმა კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ე.წ. მეგობრული ცეცხლი დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG