Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტმა იდუმალებით მოცული პოსტი გამოაქვეყნა


სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბები გააფრთხილა „მძიმე დღეების“ შესახებ, თუმცა რატომ, არ უთქვამს.

ვუჩიჩმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წუხელ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, „სერბეთისთვის მძიმე დღეებია“ და ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს.

პრეზიდენტი ვუჩიჩი ხალხს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. როგორც სერბეთის პრეზიდენტი წერს, სირთულეები ელოდებათ, მაგრამ იბრძოლებენ და სერბეთი გაიმარჯვებს.

სარაევოს რადიოს ცნობით, ვუჩიჩის გაფრთხილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროსაბჭოში კოსოვოს სავარაუდო მიღებას. სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG