Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ვეტოს დაადებს ისრაელის დახმარების კანონპროექტს, თუ კონგრესი მიემხრობა უკრაინის დაფინანსების გარეშე დოკუმენტს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში გამოსვლისას. 29 იანვარი, 2024 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში გამოსვლისას. 29 იანვარი, 2024 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუ კონგრესი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს უკრაინის დაფინანსებას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ამერიკის ხმა.“

თეთრი სახლის განცხადებით, “ადმინისტრაცია დაბეჯითებით მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ტრიუკზე და მის ნაცვლად მალე დაუდონ მაგიდაზე პრეზიდენტს კანონი ასიგნაციებზე დამატებებში განსაკუთრებული სახელმწიფო ზომების შესახებ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

რესპუბლიკელების მიერ დაგეგმილი კენჭისყრა ისრაელის დაფინანსების ცალკე პაკეტზე არც აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება და არც ისრაელის და უკრაინის დახმარებას. თუ პრეზიდენტს წარუდგენენ კანონპროექტს კიევისთვის დახმარების გარეშე, ის მას ვეტოს დაადებს, ხაზგასმულია განცხადებაში.

აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა ვერ ნახულობენ უკრაინისთვის დახმარების საკითხში კომპრომისს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს შარშან, ოქტომბერში, 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დასახმარებლად და ასევე ქვეყნის სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა. რესპუბლიკელები სამხრეთის საზღვარზე მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ და ეს წააყენეს უკრაინის დახმარებაზე თანხმობის პირობად.

5 თებერვალს სენატს წარუდგინეს ორპარტიული კანონპროექტი 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების შესახებ. ამ თანხის ნაწილი უკრაინის და ისრაელის დახმარებას, ასევე აშშ-ის სამხრეთის საზღვრის გამაგრებას უნდა მოხმარდეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა კანონპროექტს „მკვდრადშობილი“ უწოდა.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი სენატში უარს ეტყვიან ორპარტიულ კანონპროექტს და მის ნაცვლად კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელისთვის დახმარებას ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელთა უმრავლესობით მიიღო ისრაელის დაფინანსების კანონპროექტი ჯერ კიდევ ნოემბერში, მაგრამ ის არ განუხილავთ სენატში, სადაც დემოკრატები დომინირებენ.

XS
SM
MD
LG