Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმედ ბენჩემსი: საერთოდ მიმართავს ისრაელი რაიმე მნიშვნელოვან ზომებს პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად?


აჰმედ ბენჩემსი, ჰიუმან რაიტს უოჩის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების ადვოკატირებისა და კომუნიკაციების დირექტორი
აჰმედ ბენჩემსი, ჰიუმან რაიტს უოჩის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების ადვოკატირებისა და კომუნიკაციების დირექტორი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის კონტექსტში ამ დაპირისპირების მასშტაბის გაზრდის საფრთხესთან ერთად საერთაშორისო დღის წესრიგში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მასშტაბური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ცხადია, ეს ცენტრალური საკითხია უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

აჰმედ ბენჩემსი, ჰიუმან რაიტს უოჩის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების ადვოკატირებისა და კომუნიკაციების დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს ისრაელის პასუხისმგებლობას, როცა საუბარი ეხება პალესტინის მოსახლეობაში მსხვერპლსა და ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბენჩემსი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დღეს ვსაუბრობთ ისრაელისა და ჰამასისი დაპირისპირების ძალიან რთულ ეპიზოდზე, რომელიც მოცულია ასობით ათასი ადამიანის ტრაგედიით. ვგულისხმობ მშვიდობიან მოსახლეობაში გამანადგურებელი რაოდენობის მსხვერპლს, აგრეთვე მოკლული ჟურნალისტების უპრეცედენტო რაოდენობას. როგორ წყვეტს ჰიუმან რაიტს უოჩი რაზე ფოკუსირდეს და როგორ განსაზღვრავთ ვინ არის პასუხისმგებელი ცალკეულ სავარაუდო ომის დანაშაულზე, ვინ არიან თქვენი მოწოდებების ადრესატები? შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ახლანდელ მდგომარეობაზე?

არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია მძევლობაში დარჩენილთა მდგომარეობაზე.

აჰმედ ბენჩემსი: ზოგად ვითარებას რაც შეეხება, 7 ოქტომბრის შემდეგ ცალსახად ჩადენილია ომის დანაშაულები. ეს დაიწყო 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ასობით მშვიდობიანი ადამიანის განზრახ დახოცვით ისრაელში და ორასზე მეტი ადამიანის მძევლად აყვანით, რაც არის ომის დანაშაული, რასაც ძალიან მალევე მოჰყვა ისრაელის მთავრობის მიერ ღაზის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის, საწვავის, სურსათისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მკვეთრად შეკვეცა, რაც აგრეთვე არის კოლექტიური დასჯის ძალიან მკაფიო აქტები, რაც არის ომის დანაშაული. ისრაელი აგრეთვე იყენებს შიმშილს, როგორც ომის საშუალებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც აგრეთვე არის ომის დანაშაული. გუშინდელი მდგომარეობით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ღაზაში 23 ათასზე მეტი პალესტინელია მოკლული. ბოლო ცნობებით, ღაზის შუა ნაწილში და განსაკუთრებით კი ხან იუნისში შეტევის გაძლიერება იწვევს მსხვერპლის მკვეთრად ზრდას და ცხადია, გამანადგურებელი შედეგები მოაქვს ათეულობით ათასი მშვიდობიანი მოსახლისთვის.

რადიო თავისუფლება: ვიდრე სხვა საკითხზე გადავიდოდე, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ისრაელელ მძევლებზე, რომლებიც ჰამასის ხელში არიან? ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ოცზე მეტი ადამიანია მოკლული მძევლობაში.

ჰუმანიტარული ვითარება კვლავაც უკიდურესად შემაშფოთებელია. გრძელდება საწვავის მიწოდებაზე უარი, განსაკუთრებით წყლისა და სანიტარული ობიექტებისთვის ღაზაში. ეს უარი, ცხადია, ისრაელის მიერ არის გაპირობებული.

აჰმედ ბენჩემსი: არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია ამ შემთხვევაზე. ვიცით, რომ დაახლოებით 136 ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე რჩება ღაზაში მძევლად, ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნოემბრის ბოლოს, როცა 36 ისრაელელი და 24 უცხო ქვეყნის მოქალაქე მძევალი გათავისუფლდა, მაგრამ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია მძევლობაში დარჩენილთა მდგომარეობაზე.

რადიო თავისუფლება: ღაზაში არსებული ვითარება და ისრაელსა და ჰამასს შორის დაპირისპირება საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მოცემულ მომენტში თვალყურს ვადევნებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მიმდინარე ტურნეს. ის აცხადებს, „ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ისრაელის დაცვასა და პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას შორის. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ორივე“-ო. საკითხისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭების მიუხედავად, რასაც ვაკვირდებით, ადგილზე არაფერი უმჯობესდება. ხომ არ გაქვთ განსხვავებული ინფორმაცია, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების უფრო მეტად მისაწვდომობაზე, საკმარისი ოდენობითა და დროულად მიწოდებაზე ღაზის მოსახლეობისთვის

აჰმედ ბენჩემსი: ჰუმანიტარული ვითარება კვლავაც უკიდურესად შემაშფოთებელია. გრძელდება საწვავის მიწოდებაზე უარი, განსაკუთრებით წყლისა და სანიტარული ობიექტებისთვის ღაზაში. ეს უარი, ცხადია, ისრაელის მიერ არის გაპირობებული. ეს ვითარება ათეულობით ათას ადამიანს ტოვებს სუფთა წყლის გარეშე. გადავსებულია კანალიზაცია, რაც ზრდის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს. ასე რომ, ჰუმანიტარული ვითარება ძალიან, ძალიან მძიმეა. განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ეს ვითარება საავადმყოფოებს. 8 იანვარს, ორი დღის წინ ხან იუნისში მდებარე ევროპული ჰოსპიტალი დრონების სამიზნედ იქცა. ამას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა არაერთი დარტყმა ალ აყსის ჰოსპიტალზე, ცენტრალურ ღაზაში, რამაც სამედიცინო პერსონალი და პაციენტები აიძულა

ვთხოვთ მთავრობებს, აშშ-ის ჩათვლით, რომლებიც ყოველგვარი კითხვის გარეშე მხარს უჭერენ ისრაელს, შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა, მისთვის იარაღის მიყიდვა, ვიდრე ის არღვევს ომის კანონებს

ევკუირებულიყვნენ. რომ შევაჯამოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამ დროისთვის ღაზის 36 საავამდყოფოდან ნაწილობრივ მუშაობს 13. ოთხი საავადმყოფოა ჩრდილოეთში და უზრუნველჰყოფს ძალიან საბაზისო სამშობიარო, ტრავმატოლოგიურ და გადაუდებელ დახმარებას და უამრავი გამოწვევის წინაშე არიან, სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო საშუალებების დეფიციტის გამო. არის საწვავის, საკვებისა და სასმელი წყლის მყისიერი საჭიროება და არის ცხრა საავადმყოფო სამხრეთში, რომლებიც მუშაობენ სამმაგი დატვირთვით, ძირითადი საშუალებებისა და საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე. ასე რომ, ეს არის ძალიან, ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული ვითარება.

ჩვენ ახლა სამხედრო მოქმედებებზე არ ვლაპარაკობთ, არამედ მათზე, ვისაც არ ეხება სამხედრო მოქმედებები და ვისაც სჭირდება წყალი, საკვები და მედიკამენტები, სჭირდებათ წვდომა საავამყოფოებზე, სჭირდებათ საბაზისო საშუალებები სიცოცხლის გასაგრძელებლად, გადასარჩენად.

რადიო თავისუფლება: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, რომელიც ღაზაში იმყოფება, სიენენზე ქრისტიან ამანპურს განუცხადა, რომ იქ „არ არსებობს უსაფრთხო სივრცე და არსებულ ვითარებაში არ არსებობს ადეკვატური ჰუმანიტარული რეაგირების შესაძლებლობა“. თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვითარების შეცვლაზე. ვიცით, რომ ისრაელს მოუწოდებენ სამხედრო ოპერაციის წარმოებისას უფრო მეტად დაუმიზნოს სამხედრო ობიექტებს. ისრაელის მთავრობა კი აცხადებს, რომ ჰამასის ობიექტები იმგვარად არის განლაგებული, რომ ცოცხალ ფარად გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობა. რა შეიძლება გაკეთდეს, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ვინ შეიძლება შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი?

აჰმედ ბენჩემსი: ისრაელს აქვს მკაფიო პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც უნდა წარმართავდეს ოპერაციას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებლები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობაზე, რომელსაც ისინი ძალიან, ძალიან იმსახურებენ. ჩვენ ახლა სამხედრო მოქმედებებზე არ ვლაპარაკობთ, არამედ მათზე, ვისაც არ ეხება სამხედრო მოქმედებები და ვისაც სჭირდება წყალი, საკვები და მედიკამენტები, სჭირდებათ წვდომა საავამყოფოებზე, სჭირდებათ საბაზისო საშუალებები სიცოცხლის გასაგრძელებლად, გადასარჩენად. ეს არის ისრაელის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც აკონტროლებს ღაზაზე წვდომას და უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება, როგორც არ უნდა ახორციელებდეს სამხედრო ოპერაციას.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბენჩემსი, რა პრინციპებით ხელმძღვანელობს თქვენი ორგანიზაცია, როცა აკვირდება ღაზაში ვითარებასა და ზოგადად კრიზისულ ვითარებებს? რა ტერმინებს იყენებთ ღაზაში მომხდარი ფაქტების აღწერისა და შეფასებისას?

ომის კანონების ქვაკუთხედი შეიძლება ასე განიმარტოს - ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს არის ოქროს კვეთა: ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

აჰმედ ბენჩემსი: ჩარჩო, რომელსაც ვიყენებთ, არის ომის კანონები. ომის კანონები არის კრებითი სახელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობისა, რომლის ხერხემალია ჟენევის კონვენციები და ძირითადად არეგულირებს ომის წარმოების მეთოდებს. იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის დასანანია, როცა ომები ხდება, თუმცა ომები, როგორც ასეთი, უკანონო არ არის. თუმცა, არსებობს ომების წარმოების კანონიერი და უკანონო გზები. ომის კანონების ქვაკუთხედი შეიძლება ასე განიმარტოს - ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს არის ოქროს კვეთა: ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ერთადერთი ნებადართული სამიზნე არის სამხედრო სამიზნე. როცა მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის არეალში მოყვება და ეს უნდა ჩაითვალოს თანმდევ ზიანად, ძალიან კარგად უნდა დასაბუთდეს და აიხსნას ომის სასამართლოს წინაშე, თუკი ეს აუცილებელი გახდება. ასე რომ, მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვის ეს ვალდებულება არის უპირატესი საკითხი, რომელსაც ჩვენ - ჰიუმან რაიტს უოჩი ვაკვირდებით. მას შემდეგ, რაც, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 23 ათასზე მეტი პალესტინელის დახოცვის მოწმენი გავხდით, სერიოზული კითხვა გვაქვს - საერთოდ მიმართავს ისრაელი რაიმე მნიშვნელოვან ზომებს პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ღაზაში?

რადიო თავისუფლება: სტატისტიკის ერთადერთ წყაროდ რჩება პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო და ყველა მათ მონაცემებს იყენებს, მესმის. გაქვთ თუ არა რაიმე წყაროები ან დამატებითი რესურსები მათ შორის, სტატისტიკისა თუ ცალკეული სიტუაციის შესამოწმებლად ღაზაში? გყავთ თუ არა ადამიანები ღაზაში? ცხადია, არ გთხოვთ მათ დასახელებას.

ჩვენ ვმუშაობდით ადრინდელ კონფლიქტებზეც და დავინახეთ, რომ სტატისტიკა, რომელსაც წარმოადგენდა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად სანდო იყო.

აჰმედ ბენჩემსი: ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვეურთიერთოთ ადამიანებს ღაზაში, კომუნიკაციის სისტემატურად წყვეტის ფონზე. ნამდვილად რთულია ღაზაში ადამიანებთან დაკავშირება, თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად ვახერხებთ, რთული ვითარების მიუხედავად. რაც შეეხება სტატისტიკას, დიახ, ჩვენ ვეყრდნობით ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკას და მათ ყოველ ჯერზე ვახსენებთ, როცა სტატისტიკას ვიყენებთ. თუმცა, უწინდელი ოპერაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით... ეს არ არის პირველი ომი ჰამასსა და ისრაელს შორის, ეს მეხუთე ომია, ჩვენ ვმუშაობდით ადრინდელ კონფლიქტებზეც და დავინახეთ, რომ სტატისტიკა, რომელსაც წარმოადგენდა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად სანდო იყო.

რადიო თავისუფლება: რამდენად წარმატებულია თქვენი მცდელობები ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის ადვოკატირებისას შესაბამის მთავრობებთან, ორგანიზაციებთან, რომლებსაც ევალებათ გადაწყვეტილებების მიღება ამ ვითარებაში? გაქვთ თუ არა კომუნიკაცია ისრაელის მთავრობასთან, პალესტინის მთავრობასთან, იმავე გაეროსთან, თუ მხოლოდ აქვეყნებთ თქვენი დაკვირვების შედეგებს?

ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს მძევლები, ვინაიდან, აშკარაა, რომ ეს ომის დანაშაულია და მნიშვნელოვანი, მძლავრი ზეწოლა უნდა განხორციელდეს ისრაელის სახელმწიფოზე, რომ შეწყვიტოს განურჩეველი დაბომბვა...

აჰმედ ბენჩემსი: ჩვენი საქმეა ადგილზე მომხდარი დარღვევების დოკუმენტირება და ადვოკატირება საერთაშორისო ინსტიტუტებსა და უწყებებთან, მათ შორის - მესამე ქვეყნების დიპლომატიურ უწყებებთან, რომ მათ იცოდნენ ომის დანაშაულების შესახებ, რათა გააცნობიერონ, რომ ომის კანონები ირღვევა და განახორციელონ ზეწოლა ისრაელზე და არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ ყველა მეომარ მხარეზე, ვინც სჩადის ომის დანაშაულს, იმისათვის, რომ მათ შეწყვიტონ დანაშაულის ჩადენა. ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს მძევლები, ვინაიდან, აშკარაა, რომ ეს ომის დანაშაულია და მნიშვნელოვანი, მძლავრი ზეწოლა უნდა განხორციელდეს ისრაელის სახელმწიფოზე, რომ შეწყვიტოს განურჩეველი დაბომბვა, დაუყოვნებლივ აღადგინოს წყალზე, საკვებსა და მარაგებზე წვდომა, ხელი აღარ შეუშალოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ეს არის ომის დანაშაულები. არსებობს მართლმსაჯულების სასამართლოები: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და აგრეთვე არსებობს საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვთხოვთ მთავრობებს, აშშ-ის ჩათვლით, რომლებიც ყოველგვარი კითხვის გარეშე მხარს უჭერენ ისრაელს, შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა, მისთვის იარაღის მიყიდვა, ვიდრე ის არღვევს ომის კანონებს, რასაც მოაქვს მასობრივი მსხვერპლი.

რადიო თავისუფლება: მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ხვალ იწყებს მოსმენას ღაზაში გენოციდის საკითხზე, რაზეც მოთხოვნა წარადგინა სამხრეთ აფრიკამ. ენტონი ბლინკენმა გენოციდზე ბრალდებას „დაუმსახურებელი“ უწოდა. როგორია ამაზე ჰიუმან რაიტს უოჩის პოზიცია?

იმის თქმა, რომ [გენოციდის] საქმე სრულიად უსაფუძვლო და “დაუმსახურებელია”, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, შორს არ არის სიყალბისგან.

აჰმედ ბენჩემსი: გენოციდი არის სპეციფიკური იურიდიული განსაზღვრება. საკითხი, რომელიც სამხრეთ აფრიკამ წამოჭრა, ეხება იმას, რომ ისრაელი ხოცავს დიდი რაოდენობით პალესტინელებს, მიმართავს ზომებს, რომელთა მიზანია პალესტინელების დაბადებისთვის ხელის შეშლა, ქმნის პირობებს, რომლებიც შედეგად მოიტანს პალესტინელების - როგორც ჯგუფის განადგურებას, მათ შორის მიმართავს: გაძევებას, მასობრივ გადაადგილებას; საკვებზე, წყალზე, სამედიცინო დახმარებასა და თავშესაფარზე, ჰიგიენისა და სანიტარულ საშუალებებზე წვდომის ხელშეშლას. ესაა დასაბუთება იმ საქმისა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ წარადგინა ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საკითხზე. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ მოვახდინეთ მრავალი ასეთი შემთხვევის დოკუმენტირება: პალესტინელების დიდი რაოდენობით ხოცვისა, მასობრივი გადაადგილებისა; საკვებზე, წყალზე, სამედიცინო მომსახურებაზე, თავშესაფარსა და ჰიგიენის საშუალებებზე წვდომის ხელის შეშლისა. ასე რომ, იმის თქმა, რომ საქმე სრულიად უსაფუძვლო და “დაუმსახურებელია”, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, შორს არ არის სიყალბისგან. საქმეს აქვს საფუძველი. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის - არის თუ არა ეს გენოციდი, არამედ - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსი. თუმცა, ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ თითოეულ მთავრობას მსოფლიოში, განსაკუთრებით მათ, ვინც გენოციდის შესახებ კონვენციის ხელმომწერია, მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პროცესს და ხელი შეუწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, როცა ასეთი იქნება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG