Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მზად არის პრემიერ-მინისტრობისათვის


უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ჰროისმანის განცხადებით, ის მზად არის პრემიერ-მინისტრობისათვის, თუ მას ამ პოსტს შესთავაზებენ. უკრაინის მმართველი კოალიცია დაშლილია კორუფციასთან ბრძოლის საკითხში აზრთა სხვაობის შედეგად, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი უარს ამბობს გადადგომაზე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა გასულ თვეში გამართული კენჭისყრისას. 23 მარტს პოროშენკომ პარლამენტს მოუწოდა, მომავალ კვირაში დაამტკიცოს ახალი კაბინეტი და ბოლო მოუღოს პოლიტიკურ კრიზისს. ჰროისმანმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უერთგულებს რეფორმების დაპირებას, რომელიც უკრაინამ მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირს. 22 მარტს კი ფინანსთა მინისტრმა ნატალი იარესკომ გამოთქვა მზადყოფნა, გახდეს პრემიერ-მინისტრი - თუმცა მკაცრი პირობებით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჰროისმანი შეძლებს პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვებას, იარესკოსაგან განსხვავებით.

XS
SM
MD
LG