Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობებიდან გადააყენეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაღალჩინოსნები


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თანამდებობებიდან გადააყენეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ბაციკაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე ჩიტიშვილი. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, რომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს რვა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“,დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ორმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან". ორივე თანამდებობის პირის გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. რიგგარეშე სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე დეპუტატებს დაურიგეს ძველი დოკუმენტები ბაციკაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმის შესახებ, რამდენიმე დღის წინ კი ის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

XS
SM
MD
LG