Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა


დღეს გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. მომავალ თბოელექტროსადგურს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების სერიოზული დასაყრდენი უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. „ეს უპრეცედენტო პროექტია და ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. პროექტის ინიციატორები და შემსრულებლები არიან საქართველოს საპარტნიორო ფონდი, გაზის და ნავთობის კორპორაცია და თურქული კომპანია "ჩალიკ ენერჯი". პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მილიონი აშშ დოლარია. გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG