Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდის მთავარი შიშები: სააკაშვილი და ვაშინგტონი 20 ივნისის აქციის უკან


20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასა და მის დაშლას აქტიურად გამოეხმაურა რუსეთის მედიის ის ნაწილი, რომელიც კრემლის პროპაგანდის ძირითადი იარაღია.

რადიო „სპუტნიკ-მოსკოვის“ განყოფილებამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „სააკაშვილის სტილი. რა დგას ანტირუსული აქციების მიღმა“. სტატიაში პოლიტოლოგი არტურ ატაევი არ გამორიცხავს, რომ აქცია პირადად ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთან იყო შეთანხმებული.

„ეს იყო ეფექტურად წარმართული აქცია სააკაშვილის სტილში. არ გამოვრიცხავ, რომ ის შეთანხმებული იყო უშუალოდ პარტიის სულიერ ლიდერთან. აქციამ პოლიტიკური რენესანსის იმპულსი შეძინა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ასკვნის არტურ ატაევი.

„როგორი ამაღელვებელია თვალის დევნება ვაშინგტონური ქართული დემოკრატიისთვის, თავისი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, თან პირდაპირ სისხლიანი დიქტატურის ბუნაგიდან [საქართველოს პარლამენტის შენობა], სადაც საპროტესტო აქციებზე ცრემლსადენი გაზი უკვე კაი ხანია არ გამოუყენებიათ“, - დაწერა კრემლის პროპაგანდისტული მედიის მთავარი იარაღის, Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

გამოცემა gazeta.ru-მ კი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი ონლაინ-რეპორტაჟი უძღვნა სათაურით - „ტყვიები და გაზი: სისხლიანი დაპირისპირება თბილისში“.

როგორც გამოცემის თბილისელი კორესპონდენტი აღნიშნავს, ცრემლასადენი აირის გაშვებამ მომიტიგეებში პანიკა გამოიწვია.

„გავიქეცი, სუნთქვა მიჭირდა, ვხედავდი როგორ აღმოუჩინეს დახმარება რამდენიმე ადამიანს, ზოგიერთი ტიროდა“, - ვკითხულობთ რეპორტაჟში.

არეულობის დროს ღვიძლის არეში რეზინის ტყვიით დაჭრეს რუსული ვიდეოსააგენტო Ruptly-ს პროდიუსერი, რომელმაც დახმარებისთვის იქვე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG