როგორ შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირმა

როგორ შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირმა

კრისტინა ფოლტინოვა 2021 წლის ნოემბერი

1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ. მისი დაშლა ეტაპობრივად მოხდა და, ზოგიერთის აზრით, ეს პროცესი გარდაუვალი იყო. ამ პროექტში გაეცნობით სსრკ-ს დაშლისა და 15 ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის საკვანძო მოვლენებს.

როგორ დაიწყო ეს?

საბჭოთა კავშირი ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა იყო და მა 22 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია ეკავა. ის შედგებოდა 15 საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან, მაგრამ უკიდურესად ცენტრალიზებული იყო თითქმის მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს ოფიციალური ენა რუსული იყო, ქვეყანაში ლაპარაკობდნენ 200-ზე მეტ სხვა ენასა და დიალექტზე და აქ სხვადასხვა ეროვნების 290 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ზოგიერთის აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა მაშინ დაიწყო, როცა მისი უკანასკნელი ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი მოვიდა ხელისუფლების სათავეში და შეუდგა რეფორმებს, რომლებიც მეტი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ იყო მიმართული. მაგრამ იყვნენ სხვებიც, ვინც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სსრკ-ს არსებობის უკანასკნელ დღეებში.

მოვლენათა ქრონიკა

ეს მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებმაც თანდათან გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა. 1985 წელს ქვეყნის მეთაური გახდა მიხაილ გორბაჩოვი და რეფორმები გამოაცხადა. გარდა ამისა, მან დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკა. დემოკრატიზაციის გაზრდამ საბოლოოდ ბოლო მოუღო კომუნისტურ პარტიას.