Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის „შიშვლების წვეულება“ - სტრიპტიზი ჩეჩნეთთან ომის დროს


რუსეთში გრძელდება კამპანია „შიშვლების წვეულების“ მონაწილეების წინააღმდეგ. წვეულება ნასტია ივლეევამ მოაწყო და მასზე თავი ათობით პოპვარსკვლავმა მოიყარა. „Z-პატრიოტებმა“ მიიჩნიეს, რომ უკრაინაში ომის ფონზე წვეულება უადგილო იყო.

ამიტომ მისი მონაწილეები, ქსენია სობჩაკით დაწყებული, ფილიპ კირკოროვით დამთავრებული, ვიდეოებს წერენ და ბოდიშს იხდიან.

მათ კორპორატივებს აუქმებენ, მათ სახელებს აფიშებიდან შლიან, მათ შემოსავლებს საგადასახადო სამსახური ამოწმებს.

„რა მოაწყვეთ მანდ?“ - ჰკითხა კრემლის პრესმდივანმა კირკოროვს. იგივე კითხვა შესაძლოა ვლადიმირ პუტინისთვისაც დაგვესვა. 24 წლის წინ, სწორედ ის დაესწრო საღამოს პეტერბურგში, რომელზეც სტრიპტიზს აჩვენებდნენ. ექვსი დღის შემდეგ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. რუსეთი მაშინაც ომში იყო, ჩეჩნეთს ებრძოდა.

1999 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგის ღამის კლუბ „მთვარეს“ ალყა შემოარტყა. ვლადიმირ პუტინის ვიზიტისთვის ემზადებოდნენ. ყველა შენობა, გასასვლებები დაცვის ქვეშ აიყვანეს. პროსპექტზე მოძრაობა შეზღუდეს. სამზარეულოში ყარაული დააყენეს, პროდუქტების სერტიფიკატები შეამოწმეს, ასევე გამაგრილებელი და სპირტიანი სასმელების“, - წერდა „ნეზავისიმაია გაზეტა“. გამოცემამ „მთვარე“ ელიტურ და ეროტიკულ კლუბად დაასახელა: მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ორი დარბაზი აქვს, გათვლილია ას კაცზე, მაგიდაზე სანთლები აწყვია, სავარძლები კი წითელი ხავერდისაა“.

ეროტიკული წვეულებებით განთქმული დაწესებულება 1994 წელს გაიხსნა. ის განთავსებული იყო შენობაში, სადაც დღეს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ რეპორტიორი ბესიკ ფიფია ამბობს, რომ პუტინი „მთვარეში“ მაშინაც არის ნაყოფი, როცა ჯერ კიდევ ქალაქის ვიცე-მერი იყო. თან კლუბში არა მხოლოდ დადიოდა, იქ საქმიან შეხვედრებსაც მართავდა. ამის შესახებ, 2016 წელს, რადიო თავისუფლებასთან ბიზნესმენმა მაქსიმ ფრეიდზონმა ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ პუტინი ქრთამს იღებდა იმაში, რომ ქალაქის უძრავი ქონება კერძო საკუთრებად გაეფორმებინა, ასევე იმ ქაღალდებისა და ლიცენზიების გაფორმებაში, რომელიც მას ვიცე-მერად ყოფნისას ეხებოდა (ამ ბრალდებებზე კრემლს არ უპასუხია). ფრეიდზონის თქმით, პუტინს „მთვარეში“ სამჯერ მაინც შეხვდა. ჩვეულებრივი სტრიპტიზკლუბი იყო. ბარს იქით იდგნენ გოგოები, რომლებთან ერთად ოთახში განმარტოება შეიძლებოდა“, - ჰყვება ფრეიდზონი.

„მთვარეს“ მოცეკვავეები
„მთვარეს“ მოცეკვავეები

„ნეზავისიმაია გაზეტა“ ირწმუნებოდა, რომ 1999 წლის დეკემბერში პუტინი „მთვარეში“ თავის მინისტრებთან ერთად მივიდა და ადგილი მეორე იარუსზე, პირდაპირ სცენის წინ დაიკავა. გაზეთის ინფორმაციით, პუტინს პრეზიდენტის დაცვა ახლდა თან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ გახდა. შიში გამართლებული იყო, ნახევარი წლის შემდეგ „მთვარე“ ააფეთქეს, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პუტინის ვიზიტისას მთავარი პროგრამა იყო ეროტიკული შოუ „მთვარის ფერია“. რუსულმა ტაბლოიდმა „ექსპრეს გაზეტამ“ ეს შოუ ასე აღწერა: „სცენაზე შოუმთვარის ფერიადაიწყო, აღმოსავლელი ხარჭების ცეკვებითა და ეროტიკული კორიდით, რომელშიც ნახევრად შიშველიბარიშნა-ტორეადორიმონაწილეობდა. ძვირფასი და თამამი კოსტიუმები არაორაზროვნად გამოკვეთდნენ მოცეკვავეების მომხიბვლელობას. გოგოები ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებდნენ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი მოცეკვავეებს დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდა. ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირის ყურადღებამ გამოცდილი სტრიპტიზიორები ცოტა არ იყოს დააბნია კიდეც. მის მზერას ვგრძნობდი, - იხსენებს მოცეკვავე ოქსანა, - ცოტათი თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი“.

შოუში ყველაფერია: ცხელ უდაბნოში ხარჭებთან ტრფობა; გველქალას მომხიბლავი ცეკვა; პორტიეს სიყვარული; მხურვალე კორიდა, სადაც ძლიერი ხარი და სათუთი ტორეადორი გოგონა ერთმანეთს ეჯიბრებიან; მოცეკვავე გოგონები ყველა ზომის მკერდით: მეორე, მესამე, მეოთხე...“ - წერდა ამ შოუზე ბესიკ ფიფია. დასრულების შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შოუს თავისი ავტოგრაფი დაუტოვა, სურვილით „ბედნიერი ახალი ათასწლეული“. ავტოგრაფი შემდეგ ლითონის ფირფიტაზე ამოკვეთეს და კედელზე ჩამოკიდეს. წყარო იხსენებს, რომ ის ფირფიტა იქ სულ მცირე 2003 წლამდე ეკიდა.

პუტინის ავტოგრაფი
პუტინის ავტოგრაფი

„შიშვლების წვეულებამ“ დღეს აღშფოთება იმიტომ გამოიწვია, რომ რუსული ჯარი უკრაინაში იბრძვის. მაშინ კი ჩეჩნეთთან მეორე ომი მიმდინარეობდა. სულ რაღაც ერთი თვით ადრე, ვიდრე პუტინი „მთვარეს“ ეწვეოდა, რუსულმა არმიამ გროზნო ალყაში მოაქცია. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთმა მეორე ჩეჩნურ ომში 7000 ჯარისკაცი დაკარგა.

რუსი ჯარისკაცები გროზნოს რაიონში, 25 დეკემბერი, 1999 წელი.
რუსი ჯარისკაცები გროზნოს რაიონში, 25 დეკემბერი, 1999 წელი.

პირველი პირების სიარული კლუბებში, სადაც წარმოდგენები შიშველი ნატურების მონაწილეობით იდგმება, დღემდე წახალისებულია და რუსეთში ამ პრაქტიკას აქტიურად მისდევენ.

2022 წლის 26 დეკემბერს, როდესაც რუსული ჯარი კიდევ ერთხელ ბომბავდა ხერსონს, სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში მოძრაობა თითქმის შეჩერდა. დსთ-ის ქვეყნების მეთაურების არაფორმალური სამიტის სტუმრებისთვის ქუჩები გადაკეტეს. შეხვედრის ოფიციალური ნაწილი პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა. მას თავად პუტინის გარდა ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები. შეხვედრა უჩვეულოდ ჩქარა დასრულდა. პრეზიდენტები ავტობუსში ჩასხეს და გასართობ „ლენინგრად-ცენტრში“ წაიყვანეს. ალექსანდრ ლუკაშენკას პრესცენტრის მონაცემებით, იქ ისინი 7 საათი დარჩნენ.

„ლენინგრად-ცენტრის“ რეპერტუარში კაბარეს წარმოდგენებია, ნახევრად შიშველი არტისტებით. იმ პერიოდში კი „მოვასწროთ შუაღამემდე“ გადიოდა - ყველაზე თამამი საახალწლო წარმოდგენა მხოლოდ ზრდასრულებისთვის.

„კომერსანტის“ ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი თავის რეპორტაჟში „ლენინგრად-ცენტრს“ ლიდერების შეხვედრის „ახალ ადგილად“ მოიხსენიებს. სინამდვილეში ასე არაა. ჯერ კიდევ 2021 წელს, იმ დღეს, როცა მსგავსი შეხვედრა იმართებოდა, პეტერბურგის ქუჩებში მანქანები ისევ საცობში იდგნენ, „ლენინგრად-ცენტრი“ კი ისევ ალყაში იყო.

„ლენინგრად-ცენტრი“
„ლენინგრად-ცენტრი“

რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ აღიარა, რომ სტრიპტიზშოუს ჯერ კიდევ გერმანიაში მუშაობისას ესწრებოდა. ის ამის შესახებ იხსენებდა წიგნში „პირველი პირისგან - საუბრები ვლადიმირ პუტინთან“. წიგნი 2000 წელს გამოვიდა.

ერთხელ ჰამბურგში, მეგობრები ეროტიკულ შოუზე წავედით. თუმცა, ეროტიკული ნაკლებად შეიძლებოდა მისთვის გეწოდებინა - უარესი იყო. თან ცოლებთან ერთად ვიყავით! მათ დამიყოლიეს: „მიდი, წაგვიყვანე სადმე რამე ისეთზე...“ პირველად იყვნენ საზღვარგარეთ. „იქნებ, არ გვინდა?“ - „გვინდა, გვინდა, დიდები ვართ უკვე!“ - „კარგი, რადგან გინდათ“.

მოკლედ, მივუსხედით მაგიდას. დაიწყო. აფროამერიკული წარმოშობის სოლისტები გამოვიდნენ. კაცი მოხეულია, ორმეტრიანი, გოგო - პატარა. და აჰა, კარგი მუსიკის თანხლებით, აუჩქარებლად იხდიან... და წავიდა...“

2021 წელს ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გამოაქვეყნა გამოძიება „პუტინის სასახლის“ შესახებ ქალაქ გელენჯიკთან. გამოძიების ავტორები გაეცნენ შენობის გეგმას და მასზე აღმოაჩინეს ოთახები სტრიპტიზიორის ბოძებით. გამოძიების ინფორმაციით, მშენებლობას პუტინის ნათესავი და მეგობარი ნიკოლაი შამალოვი ხელმძღვანელობდა.

ოთახი სასახლიდან, რომელიც სავარაუდოდ პუტინს ეკუთვნის.
ოთახი სასახლიდან, რომელიც სავარაუდოდ პუტინს ეკუთვნის.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პუტინის კიდევ ერთმა მეგობარმა არკადი როტენბერგმა განაცხადა, რომ სასახლე მას ეკუთვნოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG